საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციები"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი 2018 წლის 6-7 ივლისს ატარებს პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - "ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციები".

კონფერენციის ჩატარების ადგილი: თბილისი, გ. ქიქოძის ქ. № 14, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი
  
კონფერენციის სექციები:
1.ეკონომიკური თეორია, ინოვაციური ეკონომიკა
2.საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, გლობალიზაცია
3.მაკროეკონომიკა
4.მიკროეკონომიკა
5.სექტორული და რეგიონული ეკონომიკა
6.ბიზნესის ადმინისტრირება
7.ფინანსები და საბანკო საქმე
8.სოფლის ეკონომიკა
9.ბუნებათსარგებლობა და გარემოს დაცვა
10.ეროვნული ეკონომიკები
11.სოციალური და დემოგრაფიული პრობლემები

მასალების წარმოდგენის (მისამართზე: economics_institute@yahoo.com) და მონაწილეობის ღირებულების გადახდის (შესაბამის საბანკო ანგარიშზე) საბოლოო ვადაა 2018 წლის 1 მაისი, 18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი.







თარიღი: 30/01/2018